ავსტრალია და ერაყი 2022 წლის შესარჩევში საშინაო მატჩებს დოჰაში ჩაატარებენ #1TVSPORT
ავსტრალია და ერაყი 2022 წლის შესარჩევში საშინაო მატჩებს დოჰაში ჩაატარებენ #1TVSPORT

ავსტრალიისა და ერაყის ნაკრებები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საშინაო შეხვედრებს ნეიტრალურ მოედანზე გამართავენ. აზიის საფეხბურთო კონფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თამაშებს ყატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.

ავსტრალიის ნაკრები საკუთარ მოედანზე მეტოქეების მიღებას ვერ შეძლებს კორონავირუსთან დაკავშირებული ძალიან მკაცრი შეზღუდვების გამო. ერაყმა კი, თავის მხრივ, უკვე ითამაშა დოჰაში ირანის წინააღმდეგ უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

შესარჩევის მორიგ ტურში ავსტრალია ომანის წინააღმდეგ ითამაშებს, ერაყი კი ლიბანს მიიღებს. თამაშები 7 ოქტომბერს გაიმართება.