ავღანეთის უშუს ნაკრების წევრი კარი იდრისი, ტაეკვანდოისტი მოჰამად ჯან სოლთანი და კრიკეტის მოთამაშე ნასირ აჰმად სააკი ქაბულის აეროპორტში აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ ხელისუფლებაში თალიბების მისვლის შემდეგ.
27 აგვისტოს, ავღანეთის დედაქალაქში ტერორისტებმა ორი აფეთქება მოაწყვეს, რის გამოც ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ორი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მათ შორის ადგილობრივი სპორტსმენებიც იყვნენ, რომლებიც ავღანეთს საერთაშორისო ტურნირებზე წარმოადგენდნენ, – იტყობინება სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) ვებგვერდი.