ავღანეთში ქალთა საფეხბურთო ნაკრების აღდგენას გეგმავენ #1TVSPORT
ავღანეთში ქალთა საფეხბურთო ნაკრების აღდგენას გეგმავენ #1TVSPORT

ავღანეთში აღადგენენ ქალთა საფეხბურთო ნაკრებს.

ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ გეგმავენ ქალთა ნაკრების ჩამოყალიბებას. ფეხბურთელთა შეკრება იწარმოებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ფედერაციამ დაინტერესებულ ფეხბურთელებს სპეციალური ფორმის შევსება სთხოვა.

„ქალთა სქესის ყველა ფეხბურთელმა, მიუხედავად იმის, არიან თუ არა ისინი ნაკრების ფეხბურთელები, ცხოვრობენ თუ არა საზღვარგარეთ, უნდა მოგვაწოდონ საკუთარ თავზე ინფორმაცია და მივიყვანთ მათ საწვრთნელ ბანაკში“, – განაცხადა ფედერაციის წარმომადგენელმა, ფეროზე მაშაუფმა.

აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლებაში თალიბების დაბრუნების შემდეგ ქალთა საფეხბურთო ნაკრები გააუქმეს.

იტყობინებიან, რომ ავღანეთის ქალთა ნაკრების აღდგენის ინიციატივას მიესალმა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა).