ავღანეთის პრეზიდენტი – ხელისუფლებასა და „თალიბანს“ შორის სამთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდება

19:21, 19.08.2018

ავღანეთში ხელისუფლებასა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის სამთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდება, – ამის შესახებ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით განაცხადა. საომარი მოქმედებების დროებითი შეწყვეტა მუსლიმურ დღესასწაულ, ყურბან-ბაირამს უკავშირდება.

„ჩვენ ვუახლოვდებით დღესასწაულ იდ ალ-ადჰას. სწორედ ამიტომ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანმება ძალაში ხვალიდან, 20 აგვისტოდან შევა და მუჰამედ წინასწარმეტყველის დაბადების დღემდე დარჩება. თუმცა, ეს იმ შეთხვევაში მოხდება, თუ მოძრაობა „თალიბანი“ შეთანხმებას დათანხმდება“, – განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა.

ცენტალური აზიის სახელმწიფოში მოძრაობა „თალიბანი“ დიდ ქალაქებზე თავდასხმებს ამ დრომდე ახორციელებს. მსხვერპლი კი ხშირ შემთხვევაში მშვიდობიანი მოსახლეობაა. ამასთან, ავღანეთის ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოც“ გაძლიერდა.

მსგავსი