ავარიის შედეგად დაღუპული ველოსიპედისტის ხსოვნის პატივსაცემად აქცია გაიმართა
რამდენიმე დღის წინ ავტომობილთან შეჯახების შედეგად დაღუპული ველოსიპედისტი გურამ ინკავიძის ხსნოვნის პატივსაცემად თბილისში აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეთა მიზანი დედაქალაქის ხელისუფლებისთვის იმის ჩვენება იყო, რომ ქალაქში მძიმე მდგომარეობაა. ისინი მერიასთან თანამშომლობის და ერთობლივად მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამდნენ.
აქციის მონაწილეებმა ველოსიპედით მსვლელობა აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით მოაწყვეს.
შეგახსენებთ, რომ გურამ ინკავიძე 28 იანვარს, დიღმის გადასახვევთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.