აუტსაიდერების დაპირისპირება „გაგრამ“ მოიგო - „შუქურამ“ ლიგა 2-ისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულ ლიგის მესამე წრის ბოლო ტურში აუტსაიდერების დაპირისპირება გაიმართა – „გაგრამ“ ქობულეთის „შუქურა“ 1:0 დაამარცხა.
„პეტრო არენაზე“ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მატჩის ბედი 55-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა გადაწყვიტა – „გაგრას“ თავდამსხმელმა ყოფილი კლუბის კარში პენალტი ზუსტად დაარტყა და გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
„გაგრამ“ ამ მოგებით 22 ქულა დააგროვა და „სამტრედიას“ დაეწია, რომელთანაც მერვე-მეცხე ადგილებს იყოფს. ქობულეთის „შუქურა“ კი, ფაქტობრივად, ეროვნულ ლიგა 2-ში გავარდნისთვისაა განწირული. გუნდი შვიდი ქულით ბოლო ადგილზეა და მეოთხე წრეში 15-ქულიანი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრას, რაც ურთულესი ამოცანაა.
27-ე ტურის დარჩენილი მატჩები 28 და 29 სექტემბერს გაიმართება:
28 სექტემბერი, ხუთშაბათი
15:30 | „სამგურალი“ – „სამტრედია“
ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“
18:00 | „თელავი“ – „დილა“
თელავი, „კავკასიონი არენა“
20:00 | „ტორპედო“ – „დინამო“ ბთ
ქუთაისი, „რამაზ შენგელია“
პარასკევი, 29 სექტემბერი
20:00 „დინამო“ (თბ) – „საბურთალო“
თბილისი, „პეტრო არენა“