Australian Open 2018. ქალების ბადის მიმოხილვა - თავიდანვე ბევრი საინტერესო მატჩი
Australian Open 2018. ქალების ბადის მიმოხილვა - თავიდანვე ბევრი საინტერესო მატჩი

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სიმონა ჰალეპმა არც ისე მოხერხებული ბადე მიიღო. მეორე წრეში ის შეიძლება კანადელ ეჟენი ბუშარს შეხვდეს, თუმცა, ეს ახალგაზრდა ჩოგბურთელი არ უნდა იყოს რთული მეტოქე რუმინელისთვის, რადგან ბუშარს აგვისტოს შემდეგ არც ერთი მატჩი არ მოუგია. მესამე წრეში სერიოზული ბარიერი შეიძლება გახდეს პეტრა კვიტოვა, მერვედფინალში – ელენა ვესნინა, თუ, რა თქმა უნდა, რუსი გაივლის პირველ სამ ბარიერს.

შესანიშნავი შანსები აქვს ტურნირის მეორე ნომერს კაროლინ ვოზნიაცკის. მერვედფინალამდე მას არ ელოდება ძლიერი მეტოქეები, იქ კი შეიძლება რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას შეხვდეს, რომელიც ამ ეტაპისთვის შესანიშნავი ვარიანტია.

პირველი წრის მთავარი მატჩი უნდა იყოს მეხუთე ნომრის ვინუს უილიამსისა და ბელინდა ბენჩიჩის დაპირისპირება. თუ ამ შეხვედრას მოიგებს, ვინუსმა მესამე წრეში, შესაძლოა, ეკატერინა მაკაროვას წინააღმდეგ ითამაშოს, მეოთხეში – იულია გორგესთან, რომელმაც შარშანდელი და წლევანდელი სეზონების მიჯნაზე ზედიზედ სამი ტურნირი მოიგო.

ტურნირის მეოთხე ნომერს ელინა სვიტოლინას კარგი ბადე აქვს მერვედფინალამდე, იქ კი მას, სავარაუდოდ, აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონთან სლოუნ სტივენსთან მოუწევს შეხვედრა. მეოთხედფინალში იგეგმება უკრაინელის მატჩი გორგესთან ან უფროს უილიამსთან.

ქალთა ბადეში მთავარი ინტრიგა იყო მარია შარაპოვას ადგილმდებარეობა. რუსი განთესილებში ვერ მოხვდა, ასე რომ, ნებისმიერ ჩოგბურთელს შეიძლებოდა შეხვედროდა. მას ერგო ტატიანა მარია – სავსებით მისაღები მეტოქე პირველი წრისთვის. მეორეში შარაპოვა, ნებისმიერ შემთხვევაში, განთესილ ჩოგბურთელს შეხვდებოდა. ეს აღმოჩნდა ანასტასია სევასტოვა – არც ისე მოხერხებული მეტოქე რუსისთვის, რადგან შარშან, აშშ-ის ღიაზე ლატვიელმა შეძლო მარიას დამარცხება. ორი კვირის შემდეგ, ჩინეთში შარაპოვამ რევანში აიღო, თუმცა, მესამე სეტში ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია, რომელშიც მატჩბოლი მოიგერია.

თუ შარაპოვა სევასტოვას გაივლის, შემდეგ მას ანჟელიკ კერბერი ელოდება, რომელიც რეიტინგის მესამე ათეულში დაეშვა, მაგრამ ამ სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს – ჰოპმანის თასის ფინალამდე მიაღწია, დღეს კი სიდნეის ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. შარაპოვასა და კერბერის მატჩში მოგებული, წესით, მერვედფინალში გარბინ მუგურუსას შეხვდება, რომლის სათამაშო ფორმის შესახებ არავინ არაფერი იცის, რადგან ესპანელმა ორი ტურნირიდან გამოიტანა განაცხადი.

საერთო ჯამში, ქალთა ტურნირი თავიდანვე საინტერესო უნდა იყოს, რადგან ბევრი ძლიერი ჩოგბურთელი ან საერთოდ არ არის განთესილი ან დაბალი განთესვის ნომრები აქვთ, რითაც საწყის ეტაპებიდანვე საინტერესო წყვილები ჩამოყალიბდა.

1/16 ფინალის წყვილები იმ შემთხვევაში, თუ განთესილები გავლენ:
სიმონა ჰალეპი (რუმ, 1)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 27)
ეშლი ბარტი (ავსტრა, 18)-ელენა ვესნინა (რუს, 16)
იოჰანა კონტა (ბრიტ, 9)-ბარბორა სტრიკოვა (ჩეხ, 20)
ლუსი საფაროვა (ჩეხ, 29)-კაროლანა პლიშკოვა (ჩეხ, 6)
გარბინ მუგურუსა (ესპ, 3)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 26)
ანჟელიკ კერბერი (გერ, 21)-ანასტასია სევასტოვა (ლატ, 14)
კრისტინა მლადენოვიჩი (საფ, 11)-მედისონ კისი (აშშ. 17)
მირიანა ლუჩიჩი (ხორ, 28)-კაროლინ გარსია (საფ, 8)
ვინუს უილიამსი (აშშ, 5)-ელენა მაკაროვა (რუს, 31)
დარია გავრილოვა (ავსტრა, 23)-იულია გორგესი (გერ, 12)
სლოუნ სტივენსი (აშშ, 13)-დარია კასატკინა (რუს, 22)
შუაი პენგი (ჩინ, 25)-ელინა სვიტოლინა (უკრ, 4)
ელენა ოსტაპენკო (ლატ, 7)-ანეტ კონტავეიტი (ესტ, 32)
დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 24)-კოკო ვანდევეგე (აშშ, 10)
ანასტასია პალიუჩენკოვა (რუს, 15)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ, 19)
კიკი ბერტენსი (ჰოლ, 30)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 2)

1/8 ფინალის წყვილები იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალი განთესვის მქონე ჩოგბურელები მოიგებენ:
სიმონა ჰალეპი (რუმ, 1)-ელენა ვესნინა (რუს, 16)
იოჰანა კონტა (ბრიტ, 9)-კაროლანა პლიშკოვა (ჩეხ, 6)
გარბინ მუგურუსა (ესპ, 3)-ანასტასია სევასტოვა (ლატ, 14)
კრისტინა მლადენოვიჩი (საფ, 11)-კაროლინ გარსია (საფ, 8)
ვინუს უილიამსი (აშშ, 5)-იულია გორგესი (გერ, 12)
სლოუნ სტივენსი (აშშ, 13)-ელინა სვიტოლინა (უკრ, 4)
ელენა ოსტაპენკო (ლატ, 7)-კოკო ვანდევეგე (აშშ, 10)
ანასტასია პალიუჩენკოვა (რუს, 15)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 2)

1/4 ფინალის წყვილები იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალი განთესვის მქონე ჩოგბურელები მოიგებენ:
სიმონა ჰალეპი (რუმ, 1)-კაროლანა პლიშკოვა (ჩეხ, 6)
გარბინ მუგურუსა (ესპ, 3)-კაროლინ გარსია (საფ, 8)
ვინუს უილიამსი (აშშ, 5)-ელინა სვიტოლინა (უკრ, 4)
ელენა ოსტაპენკო (ლატ, 7)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 2)