Australian Open 2018. მამაკაცთა ბადის მიმოხილვა - ჯოკოვიჩის რთული გზა
მამაკაცთა ბადის მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობდა – სად მოხვდებოდა ნოვაკ ჯოკოვიჩი. ტურნირის ექვსგზის ჩემპიონს ივლისის შემდეგ არ ჩაუტარებია ოფიციალური მატჩები და ამის გამო, მე-14 განთესვის ნომერი მიიღო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ უკვე მესამე წრეში შეიძლება სერიოზულ მეტოქეს გადაჰყროდა. სინამდვილეში ისე გამოვიდა, რომ უკვე პირველ წრეში სერბს არასასიამოვნო მოწინააღმდეგე ჰყავს დონალდ იანგის სახით. მეორე წრეში ჯოკოვიჩს გაელ მონფილსი ელოდება, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია – რამდენიმე დღის წინ, მან დოჰას ტურნირში გაიმარჯვა. მესამე წრეში ნოვაკს მოუწევს ესპანელ ალბერტ რამოსთან შეხვედრა – ეს მეტ-ნაკლებად იოლი მეტოქეა.
შემდეგ იწყება საინტერესო, რადგან მერვედფინალში შეიძლება ვნახოთ სუპერმატჩი ჯოკოვიჩსა და ალექსანდრ ზვერევს შორის, რომელსაც მეოთხე განთესვის ნომერი აქვს და ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა.
ზვერევს იოლი მეტოქეები ჰყავს სტარტზე, მესამე წრეში კი შეიძლება თავის ძმას – მიშა ზვერევს შეხვდეს, რომელმაც შარშან, მელბურნში ენდი მარეი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
ბადის ამავე მხარეს იმყოფება როჯერ ფედერერი. მას ჯერ ალიაჟ ბედენესთან მოუწევს შეხვედრა, განთესილთაგან კი პირველი მეტოქე რიშარ გასკე უნდა იყოს, რომელმაც ცოტა ხნის წინ, საჩვენებელ მატჩში ორ სეტში მოუგო რაფაელ ნადალს. ფედერერს ძალისმიერი მოწინააღმდეგე უნდა ჰყავდეს მერვედფინალში: ან სემ კუერი ან მილოშ რაონიჩი. საერთო ჯამში, მოქმედ ჩემპიონს მეოთხედფინალამდე კარგი ბადე აქვს, იქ კი შეიძლება ხუან-მარტინ დელ პოტროს, ტომაშ ბერდიხს ან დავიდ გოფენს გადაეყაროს.
გადავიდეთ ბადის პირველ ნახევარზე, სადაც მსოფლიოს პირველ ჩოგანს რაფაელ ნადალს თითქმის იდეალური გზა აქვს ფინალამდეც კი. პირველ წრეში ვიქტორ ესტრელია ბურგოსი, შემდეგ ნიკოლას ხარი ან ლეონარდო მაიერი, მესამეში დამირ ძუმჰური, მერვედფინალში დიეგო შვარცმანი ან ჯონ ისნერი. არც ერთი პოტენციური მეტოქე არ იმყოფება ფორმის პიკში. მეოთხედფინალში რაფა შეიძლება შეხვდეს მარინ ჩილიჩს ან პაბლო კარენო ბუსტას, რაც ასევე არ არის ცუდი ვარიანტი.
რაც შეეხება ნადალის პოტენციურ მეტოქეს ნახევარფინალში, მესამე ნომრად განთესილ გრიგორ დიმიტროვს, მას უფრო რთული ბადე ერგო. მასთან ახლოს არის დავიდ ფერერი, რომელიც პერიოდულად შესანიშნავ ჩოგბურთს აჩვენებს, მერვედფინალში სავარაუდო მეტოქეა ნიკ კირგიოსი, რომელსაც ჯოკოვიჩმა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი უწოდა, მეოთხედფინალში – ჯეკ სოკი…
1/16 ფინალის წყვილები იმ შემთხვევაში, თუ განთესილები გავლენ:
რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-დამირ ძუმჰური (ბოს, 28)
დიეგო შვარცმანი (არგ, 24)-ჯონ ისნერი (აშშ, 16)
პაბლო კარენო ბუსტა (ესპ, 10)-ჟილ მიულერი (ლუქ, 23)
პაბლო კუევასი (ურუ, 31)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 6)
გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 3)-ანდრეი რუბლიოვი (რუს, 30)
ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 17)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 15)
კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 11)-ლუკ პუიე (საფ, 18)
ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 27)-ჯეკ სოკი (აშშ, 8)
დომინიკ ტიმი (ავსტრია, 5)-ადრიან მანარინო (საფ, 26)
რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 20)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 9)
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 14)-ალბერტ რამოსი (ესპ, 21)
მიშა ზვერევი (გერ, 32)-ალექსანდრ ზვერევი (გერ, 4)
დავიდ გოფენი (ბელ, 7)-ფაბიო ფონინი (იტა, 25)
ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 19)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 12)
სემ კუერი (აშშ, 13)-მილოშ რაონიჩი (კან, 22)
რიშარ გასკე (საფ, 29)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)
1/8 ფინალის წყვილები იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალი განთესვის მქონე ჩოგბურელები მოიგებენ:
რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ჯონ ისნერი (აშშ, 16)
პაბლო კარენო ბუსტა (ესპ, 10)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 6)
გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 3)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 15)
კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 11)-ჯეკ სოკი (აშშ, 8)
დომინიკ ტიმი (ავსტრია, 5)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 9)
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 14)-ალექსანდრ ზვერევი (გერ, 4)
დავიდ გოფენი (ბელ, 7)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 12)
სემ კუერი (აშშ, 13)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)
1/4 ფინალის წყვილები იმ შემთხვევაში, თუ უფრო მაღალი განთესვის მქონე ჩოგბურელები მოიგებენ:
რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 6)
გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 3)-ჯეკ სოკი (აშშ, 8)
დომინიკ ტიმი (ავსტრია, 5)-ალექსანდრ ზვერევი (გერ, 4)
დავიდ გოფენი (ბელ, 7)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)