დღის პირველი ნახევრისგან განსხვავებით, ქალთა ტურნირზე პირველი სათამაშო დღის დასკვნითი მატჩები კანონზომიერი შედეგებით დასრულდა.
მსოფლიოს მეორე ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი ბრძოლას აგრძლებს. დანიელ ჩოგბურთელს რუმინელი მიხაელა ბუზარნესკუ ეთამაშებოდა. ვოზნიაცკი საკუთარ გეიმებში უნაკლო არ ყოფილა და მეტოქეს სამი ბრეიკის საშუალება მისცა, სამაგიეროდ, მან ექვსიდან ექვსი ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო და ამის ხარჯზე 6:2, 6:3, საათი და 11 წუთი ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვა.
ასევე ხუთი გეიმი დაუთმო თავის მეტოქეს მეოთხე ჩოგანმა ელინა სვიტოლინამ – 6:3, 6:2. უკრაინელს საათი და 13 წუთი ეყო სერბი ივანა იოროვიჩის დასამარცხებლად. სვიტოლინა ძალიან კარგად გრძნობდა თავს მეტოქის მოწოდებაზე და 13-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
უკვე დასრულებული მატჩების შედეგები:
ვოზნიაცკი (დან, 2)-ბუზარნესკუ (რუმ) 6:2, 6:3
სვიტოლინა (უკრ, 4)-იოროვიჩი (სერ) 6:3, 6:2
ალერტოვა (ჩეხ)-პარმენტიე (საფ) 6:3, 6:0
ლინეტი (პოლ)-ბრეიდი (აშშ) 2:6, 6:4, 6:3
კოსტიუკი (უკრ)-პენგი (ჩინ, 25) 6:2, 6:2
როგოვსკა (ავსტრა)-ფურლისი (ავსტრა) 6:3, 6:7(3), 6:2
სინიაკოვა (ჩეხ)-საკარი (საბ) 6:2, 6:7(5), 6:4
კონტავეიტი (ესტ, 32)-კრუნიჩი (სერ) 6:4, 7:5
პუიგი (პ-რიკ)-სტოსური (ავსტრა) 4:6, 7:6(6), 6:4
სუარეს ნავარო (ესპ)-ფრეჩი (პოლ) 7:5, 6:3
პალიუჩენკოვა (რუს, 15)-კოზლოვა (უკრ) 3:6, 6:4, 6:3
ბონდარენკო (უკრ)-გოლუბიჩი (შვეიც) 7:6(3),