მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ძალიან იოლად გაიარა პირველი წრის ბარიერი.ე
ესპანელმა ჩოგბურთელმა საათსა და 35 წუთში გაანადგურა დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი ვიქტორ ესტრელია ბურგოსი – 6:1, 6:1, 6:1.
ნადალმა ამ შეხვედრაში 12 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და რვა გამოიყენა. დომინიკელს 6 ბრეიკი-პოინტი ჰქონდა – ექვსივე მეორე სეტის მეექვსე გეიმში და შეძლო შანსის გამოყენება. ესტრელიას ისე გაუხარდა ნადალის გეიმის აღება, თითქოს მთლიანად მატჩი მოეგოსო.
საერთო ჯამში, რაფამ შესანიშნავი თამაში აჩვენა და მეორე წრეში გავიდა, სადაც არგენტინელ ლეონარდო მაიერს შეხვდება.
ასევე არ შექმნია პრობლემა კიდევ ერთ ფავორიტს, ადგილობრივი პუბლიკის მთავარ იმედს ნიკ კირგიოსს. მან საათსა და 29 წუთში ბრაზილიელა როჟერიუ დუტრა სილვა დაამარცხა – 6:1, 6:2, 6:4.
ავსტრალიელს ხუთი ბრეიკი ჰქონდა, მის მეტოქეს – არც ერთი.
უკვე დასრულებული მატჩების შედეგები:
ნადალი (ესპ, 1)-ესტრელია (დომ) 6:1, 6:1, 6:1
კირგიოსი (ავსტრა, 17)-დუტრა სილვა(ბრა) 6:1, 6:2, 6:4
შვარცმანი (არგ, 24)-ლაიოვიჩი (სერ) 2:6, 6:3, 5:7, 6:4, 11:9
ძუმჰური (ბოს, 28)-ლორენცი (იტა) 3:6, 2:6, 7:6(5), 6:2, 6:4
ლ. მაიერი (არგ)-ხარი (ჩილ) 6:2, 7:6(1), 6:3
მილმენი (ავსტრა)-ჩორიჩი (ხორ) 7:5, 6:4, 6:1