მეორე მატჩი მოიგო ავსტრალიის ღია პირველობაზე მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მეორე წრეში მას ურთულესი მეტოქე ჰყავდა გაელ მონფილსის სახით. ფრანგმა წლევანდელი სეზონი კარგად დაიწყო, კერძოდ, დოჰას ტურნირზე შეძლო მთავარი პრიზის მოპოვება.
მონფილს შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა და პირველ სეტში 3:0 წაიყვანა ანგარიში. მართალია, ჯოკოვიჩმა შეძლო ანგარიშით გათანაბრება, მაგრამ შემდეგ მესამედ წააგო სეტში საკუთარი მოწოდება და დამარცხდა – 4:6.
ამის შემდეგ, ნოვაკმა სრული უპირატესობა მოიპოვა, მონფილსს კი ეტყობოდა, რომ ვერ უძლებდა 35-გრადუსიან სიცხეს. შედეგად, ჯოკოვიჩმა მომდევნო ორი პარტია პრაქტიკულად უბრძოლველად მოიგო – 6:3, 6:1.
მეოთხე სეტში უკვე ჯოკოვიჩს დაეტყო დაღლა, მონფილსმა კი მოუმატა და თამაშში გარდატეხის რეალური შანსი მიიღო – მეხუთე გეიმში ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა. ამან უარყოფითად იმოქმედა ფრანგზე, რომელმაც მერვე გეიმში საკუთარ მოწოდება დათმო. შემდეგ, ჯოკოვიჩმა მატჩზე ჩააწოდა – 4:6, 6:3, 6:1, 6:3 2 საათი და 47 წუთი ბრძოლის შემდეგ.
უკვე დასრულებული მატჩების შედეგები:
ტიმი (ავსტრია, 5)-კუდლა (აშშ) 6:7(6), 3:6, 6:3, 6:2, 6:3
ფუჩოვიჩი (უნგ)-კუერი (აშშ, 13) 6:4, 7:6(6), 4:6, 6:2
ჯოკოვიჩი (სერ, 14)-მონფილსი (საფ) 4:6, 6:3, 6:1, 6:3
ბერდიხი (ჩეხ, 19)-გარსია ლოპესი (ესპ) 6:3, 2:6, 6:2, 6:3
რამოსი (ესპ, 21)-შმიჩეკი (აშშ) 6:4, 6:2, 7:6(2)
ფონინი (იტა, 25)-დონსკოი (რუს) 2:6, 6:3, 6:4, 6:1
მანარინო (საფ, 26)-ვესელი (ჩეხ) 6:3, 7:6(4), 5:7, 6:3
კიკერი (არგ)-ლაჩკო (სლოვაკ) 6:2, 7:5, 1:6, 7:5