ავსტრალიის ღია პირველობის პირველ დღეს მამაკაცთა ტურნირს გამოაკლდა მერვე ნომრად განთესილი ამერიკელი ჯეკ სოკი. ის აშკარა ფავორიტი იყო იაპონელი იუიჩი სუგიტას წინააღმდეგ, მაგრამ აზიელმა დღის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია შემოგვთავაზა.
სუგიტამ 14 ეისი ჩააწოდა, თუმცა, მისი მთავარი მიღწევა იყო ბრეიკ-პოინტების რეალაზაცია – 9-დან 7! სოკს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ 12 შანსიდან 5 გამოიყენა. შედეგად, იაპონელმა 2 საათსა და 37 წუთში 6:1, 7:6(4), 5:7, 6:3 მოიგო.
მეორე წრეში გავიდა ტურნირის მესამე ნომერი გრიგორ დიმიტროვი. მას საათსა და 39 წუთში გაანადგურა ავსტრიელი დენის ნოვაკი – 6:3, 6:2, 6:1. ბულგარელმა 14-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და თავად არც ერთი საკუთარი გეიმი არ დათმო.
საკმაოდ რთული მატჩი ჰქონდა მეექვსე ნომრად განთესილ მარინ ჩილიჩს. მან დამაჯერებლად მოუგო პირველი ორი სეტი კანადელ ვასეკ პოსპიშილს, შემდეგ დათმო მესამე პარტია და იოლად იგებდა მეოთხეს – 5:2, მაგრამ ოთხი მატჩბოლი ვერ გამოიყენა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც მეშვიდე ცდაზე შეძლო მატჩბოლის რეალიზება – 6:2, 6:2, 4:6, 7:6(5). მატჩი სამი საათი და 19 წუთი გრძელდებოდა.
უკვე დასრულებული მატჩების შედეგები:
დიმიტროვი (ბულ, 3)-ნოვაკი (ავსტრია) 6:3, 6:2, 6:1
ჩილიჩი (ხორ, 6)-პოსპიშილი (კან) 6:2, 6:2, 4:6, 7:6(5)
სუგიტა (იაპ)-სოკი (აშშ, 8) 6:1, 7:6(4), 5:7, 6:3
რუბლიოვი (რუს, 30)-ფერერი (ესპ) 7:5, 6:7(6), 6:2, 6:7(6), 6:2
ნიშიოკა (იაპ)-კოლშრაიბერი (გერ, 27) 6:3, 2:6, 6:0, 1:6, 6:2
სიმონი (საფ)-კოპილი (რუმ) 7:5, 6:4, 6:3
ტროიცკი (სერ)-ბოლტი (ავსტრა) 6:7(2), 6:4, 2:6, 6:3, 6:4
შაპოვალოვი (კან)-ციციპასი (საბ) 6:1, 6:3, 7:6(5)
სეპი (იტა)-მუტე (საფ) 3:6, 6:4, 6:2, 6:2
კარლოვიჩი (ხორ)-ჯერე (სერ) 7:6(3), 6:3, 7:6(2)
მაკდონალდი (აშშ)-იმერი (შვედ) 6:4, 6:3, 4:6, 6:1
ბაღდატისი (კვიპ)-ბჰამბრი (ინდ) 7:6(4), 6:4, 6:3