ბუნდესლიგას მოულოდნელი ლიდერი ჰყავს. „აუგსბურგმა“ მეორე ტურში გაუძლო „დორტმუნდის“ დომინირებას (71 პროცენტი ბურთის ფლობა) და შეტევებს (16 დარტყმა, 7 ზუსტი) და თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო საწყისი ორი ტური.
„აუგსბურგმა“ პირველი ტაიმის ბოლოსა და მეორე ტაიმის დასაწყისში შეძლო ბიურკის კარის აღება. მანამდე და შემდეგ კი „დორტმუნდი“ გამუდმებით უტევდა. კარგი შანსები ჰქონდათ ბელინგემს, ვიტცელს, ჰაალანდს, მაგრამ „აუგსბურგის“ მეკარე გიკევიჩი უნაკლო იყო.