ათწლეულის საუკეთესო სამხრეთამერიკელ ფეხბურთელად მესი აღიარეს
ათწლეულის საუკეთესო სამხრეთამერიკელ ფეხბურთელად მესი აღიარეს

„ბარსელონას“ არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ათწლეულის საუკეთესო სამხრეთამერიკელ მოთამაშედ დაასახელა.

მეორე საპატიო ადგილი „პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელ ფორვარდს, ნეიმარს ერგო, „ბრინჯაოს მედალი“ კიდევ ერთ ბრაზილიელს, „სან პაულოს“ ფეხბურთელს, დანიელ ალვესს მიაკუთვნეს.

შეგახსნებეთ, რომ ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ათწლეულის საუკეთესო ევროპელ ფეხბურთელად „იუვენტუსის“ პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო დაასახელა.