ATP-მ წლის ჯილდოების ნომინანტები დაასახელა
ATP-მ წლის ჯილდოების ნომინანტები დაასახელა

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ყოველწლიურ ჯილდოებზე ნომინანტთა სია გამოაქვეყნა: „წლის დაბრუნება“, „წლის პროგრესი“, „ხვალინდელი ვარსკვლავი“ და სტეფან ედბერგის პრიზი.

აღვნიშნოთ ნომინანტთა შორის სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს წლის დაბრუნების ჯილდოზე. შვეიცარიელ როჯერ ფედერერს კი შეუძლია მეთოთხმეტედ გახდეს სტეფან ედბერგის პრიზის მფლობელი. ეს ჯილდო – სპორტული ქცევისა და პატიოსანი თამაშისთვის გადაეცემა.

წლის დაბრუნება:
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)
ჯეისონ კუბლერი (ავსტრალია)
ჯონ მილმანი (ავსტრალია)
კეი ნიშიკორი (იაპონია)

წლის პროგრესი:
მარკო ჩეკინატო (იტალია) – ამაღლდა რეიტინგში 109-დან მე-19 ადგილამდე
ალექს დე მინორი (ავსტრალია) – 208-დან 31-მდე
კაილ ედმუნდი (ბრიტანეთი) – 50-დან მე-15-მდე
სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) – 91-დან მე-16-მდე

ხვალინდელი ვარსკვლავი:
ალექს დე მინორი (ავსტრალია)
უგო უმბერი (საფრანგეთი)
ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი)
მაიკლ მმო (აშშ)
ხაუმე მუნარი (ესპანეთი)

სტეფან ედბერგის პრიზი:
როჯერ ფედერერი (შვეიცარია)
რაფაელ ნადალი (ესპანეთი)
ხუან-მარტინ დელ პოტრო (არგენტინა)
კევინ ანდერსონი (აშშ)