ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის მეშვიდე მონაწილე ალექსანდრ ზვერევია
ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის მეშვიდე მონაწილე ალექსანდრ ზვერევია

ცნობილი გახდა კიდევ ერთი ჩოგბურთელი, რომელმაც გაინაღდა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) შემაჯამებელ ჩემპიონატში თამაში.

ეს გახლავთ გერმანელი ალექსანდრ ზვერევი. ლონდონის ტურნირზე გასამგზავრებელი საგზური მან პარიზის „მასტერსის“ მეორე წრეში ფერნანდო ვერდასკოს დამარცხებით მოიპოვა.

გერმანელი შეუერთდა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს, ესპანელ რაფაელ ნადალს, შვეიცარიელ როჯერ ფედერერს, რუს დანიილ მედვედევს, ავსტრიელ დომინიკ ტიმსა და ბერძენ სტეფანოს ციციპასს, რომლებმაც მანამდე მოიპოვეს წლის დასკვნით ტურნირზე თამაშის უფლება.

ბოლო საგზურის პრეტენდენტები არიან: ბერეტინი, ფრანგი გაელ მონფილსი, შვეიცარიელი სტენ ვავრინკა და ავსტრალიელი ალექს დე მინორი.

წლის შემაჯამებელი ტურნირი ლონდონში 10-17 ნოემბერს გაიმართება.