ATP-ის რეიტინგის TOP100-ის ჩოგბურთელთაგან 95 პროცენტი ვაქცინირებულია #1TVSPORT
ATP-ის რეიტინგის TOP100-ის ჩოგბურთელთაგან 95 პროცენტი ვაქცინირებულია #1TVSPORT

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა საიმონ ჰიტსონმა განაცხადა, რომ მოთამაშეთა 95 პროცენტი, რომლებიც ATP-ის რეიტინგის ტოპ-ასეულში შედიან, კორონავირუსისგან ვაქცინირებულნი არიან.

გასულ კვირას რამდენიმე ჩოგბურთელი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირში, კორონავირუსით დაავადნენ. მათ შორის იყვნენ ესპანელი რაფაელ ნადალი, შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი და ტუნისელი ონს ჟაბორი.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიის შტატის ვიქტორიას მთავრობამ რეგიონის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა არავაქცინირებულ ჩოგბურთელებს, რომლებიც აპირებენ 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლას.

ავსტრალიის ღია პირველობა მელბურნში 17-30 იანვარს გაიმართება.