ავსტრალიაში მიმდინარე პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის თასზე (ATP Cup) ფინალისტი ნაკრებები გამოვლინდნენ.
სერბეთის ეროვნულმა გუნდმა ნახევარფინალში რუსეთის ნაკრები დაამარცხა და ფინალში ესპანეთს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში ავსტრალიის ძლიერი ნაკრები დაამარცხა. ტურნირზე ორივე ნაკრები პირველი ნომრით გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგნის, ესპანელი რაფაელ ნადალის და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის დაპირისპირებას ვიხილავთ.
შეგაგხენებთ, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის თასზე (ATP Cup) საქართველოს ნაკრებმაც იასპარეზა და ოთხგუნდა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.