„აინტრახტისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი ანდრე სილვა, შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატში ვიხილოთ, – იუწყება Bild.
გამოცემის ინფორმაციით, 25 წლის ფორვარდი მადრიდის „ატლეტიკოს“ ინტერესის სფეროში მოექცა.
სილვას გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, „ტრანსფერმარკტი“ კი პორტუგალიელ ფეხბურთელს 28 მილიონ ევროდ აფასებს.
მიმდინარე სეზონში ანდრე სილვა შესანიშნავ ფორმაშია. პორტუგალიელმა ფორვარდმა 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 18 ბურთი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.