"ატლეტიკოს" კაპიტანს, "მანჩესტერის" საყრდენსა და კიდევ 30 ფეხბურთელს პატიმრობა ემუქრება
ესპანეთის პროკურატურამ დაასრულა შვიდი წლის წინანდელი მატჩის გამოძიება, რომელშიც “ლევანტე და “სარაგოსა” ხვდებოდნენ ერთმანეთს. პროკურორი მატჩის მონაწილეთა ორწლიან პატიმრობას და მათთვის ფეხბურთის ექვსწლიან აკრძალვას ითხოვს. საქმეში 30 ფეხბურთელი ფიგურირებს.
საქმის არსი შემდეგში მდგომარეობს: “სარაგოსას” წარმომადგენლებმა მეტოქის მოთამაშეებს 965 ათასი ევრო გადაუხადეს მარცხის სანაცვლოდ. საბოლოოდ, პამპონელებმა 2:1 მოიგეს და შეინარჩუნეს ადგილი ელიტურ დივიზიონში, – წერს სააგენტო AP.
“მე გავაკეთე ის, რასაც ჩემგან კლუბი ითხოვდა”, – განაცხადა იმ მატჩში დუბლის ავტორმა გაბიმ, რომელიც, ამჟამად, მადრიდის “ატლეტიკოს” კაპიტანია. ფეხბურთელს მიაჩნია, რომ არ შეიძლება მისი დასჯა, რადგან მას ტყუილზე წასვლა კლუბმა აიძულა. იმ მომენტისთვის, გაბის შეთანხმებული ჰქონდა “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი.
ეჭვქვეშ მყოფ ფეხბურთელებს შორის არიან – “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ანდერ ერერა და “ლესტერის” მოთამაშე ვისენტე იბორა.
საქმის კიდევ ერთი ფიგურანტია “სარაგოსას” მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ხავიერ აგირე.