„ატლეტიკოს“ ფეხბურთელებმა ხელფასის 70 პროცენტით შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს.
კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ამგვარი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ „ატლეტიკოში“ მომუშავე პერსონალმა (430 ადამიანი) ანაზღაურების მიღება შეძლოს.
ამგვარად, კლუბის თანამშრომლების ხელფასის ნახევარს ფეხბურთელები დაფარავენ, ნახევარს კი თავად კლუბის ბიუჯეტი გაიღებს.