„ატლეტიკო“ ლა ლიგის ბოლოადგილოსანთან დამარცხდა - გრიზმანს ხუთ მატჩში არც ერთი შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია #1TVSPORT
ესპანეთში გაიმართა ლა ლიგას მეშვიდე ტურის მატჩი, რომელშიც „ალავესმა“ საკუთარ მოედანზე დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი „ატლეტიკო“ – 1:0. მასპინძელთა რიგებში ერთადერთი გოლი ვიქტორ ლაგარდიამ გაიტანა.
„ატლეტიკოს“ შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა ანტუან გრიზმანმა და ისევ არ ჰქონდა შედეგიანი მოქმედება. 30 წლის ფრანგს მადრიდში დაბრუნების შემდეგ ხუთ მატჩში არც გოლი და არც შედეგიანი გადაცემა არ ჰქონია.
„ალავესმა“ ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მანამდე ამ გუნდს ყველა შეხვედრა ჰქონდა წაგებული და ბოლო ადგილზე იმყოფებოდა. „ატლეტიკოსთვის“ ეს პირველი მარცხია ჩემპიონატში და დიეგო სიმეონეს გუნდი მეორე ადგილზეა 14 ქულით.