„ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობას პსჟ-ს ყოფილი თავდამსხმელის, ედისონ კავანის კლუბში გადმოყვანა სურს, – იუწყება Goal.com.
აღნიშნავენ, რომ ლუის სუარესთან გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, მადრიდელები მისი თანამემამულისა და ურუგვაის ნაკრებში თანაგუნდელის, ედისონ კავანის გადმობირებასაც შეეცდებიან.
გამოცემის ინფორმაციით, მადრიდული კლუბი კავანის ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს, ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
კავანის „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ამოეწურა და პარიზელებმა ურუგვაელთან ახალი ხელშეკრულება აღარ გააფორმეს.
საინტერსო ფაქტია, რომ ედისონ კავანი „პარი სენ-ჟერმენის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და 301 მატჩში 200 გოლი აქვს გატანილი.