მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა ჟოაო ფელიშმა დაზიანება მიიღო ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურში, „მალიორკას“ წინააღმდეგ მატჩში.
ექიმებმა პორტუგალიელს კოჭის ტრავმა დაუდგინეს, რის გამოც ის ვერ მიიღებს მონაწილეობას „სელტასთან“ უახლოეს შეხვედრაში.
ფორვარდის მოედანზე დაბრუნების უფრო ზუსტი ვადები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში ფელიქსმა 26 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.