„ატლეტიკომ“ „ბარსელონას“ ჟოაო ფელიქსის იჯარაზე უარი უთხრა #1TVSPORT
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „ბარსელონამ“ სცადა იჯარით მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევის ჟოაო ფელიქსის აყვანა.
ესპანური „მარკას“ ინფორმაციით, კატალონელებმა „ატლეტიკოს“ ცნობილი პორტუგალიელი აგენტის ჟორჟე მენდეშის მეშვეობით მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს. მადრიდელებმა გარიგება იმ მიზეზითაც იუარეს, რომ სატრანსფერო ბაზარი იხურება და ისინი მოკლე დროში ვერ იპოვნიან ფელიქსის შემცვლელს.
უფრო ადრე „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ მის გუნდს შემადგენლობის გაძლიერება ესაჭიროება.