„ატლეტიკომ“ „ბარსელონა“ დაამარცხა და ესპანეთის სუპერთასის ფინალში გავიდა
„ატლეტიკომ“ „ბარსელონა“ დაამარცხა და ესპანეთის სუპერთასის ფინალში გავიდა

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ შორის ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალი გაიმართა. მადრიდელებმა „ქამბქების“ წყალობით შეძლეს მინიმალური ანგარიშით მოგება – 3:2.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის პირველ წუთზე „ატლეტიკო“ კოკემ დააწინაურა. ექვს წუთში ლიონელ მესიმ გაათანაბრა, შემდეგ კი ანტუან გრიზმანმა „ბარსელონა” წინ გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ გრიზმანის გოლამდე და გოლის შემდეგ, „ბარსელონას“ VAR-მა ორი გოლი არ ჩაუთვალა.

კატალონიელებმა ვერ შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება და ორჯერ გაუშვეს ბოლო 10 წუთში -ჯერ მორატამ პენალტით გაათანაბრა, შემდეგ კი მისი პასით ანხელ კორეამ გაიტანა.

„ბარსელონას” ბურთის ფლობის 72 პროცენტი ჰქონდა, დარტყმების შეფარდებაც უკეთესი – 16-6, მაგრამ 12 იანვარს, ესპანეთის სუპერთასის ფინალში „რეალს“ „ატლეტიკო“ შეხვდება.