„ატლეტიკომ“ ამერიკული ლიგის ყველა ვარსკვლავის ნაკრები გაანადგურა (ვიდეო)
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ორლანდოში „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართა. 2005 წლიდან მოყოლებული, ეს შეხვედრა „ყველა ვარსკვლავი ევროპის წინააღმდეგ“ ფორმატით იმართება – MLS-ის ვარსკვლავების გუნდი რომელიმე ევროპულ გრანდს ხვდება.
ამჯერად, ამერიკაში თამაშის პატივი ერგო მადრიდულ „ატლეტიკოს“, რომელმაც „ოლ სტარი“ ძალიან იოლად დაამარცხა – 3:0. ანგარიში მარკოს ლიორენტემ 43-ე წუთზე გახსნა, თამაშის მიწურულს კი, 85-ე და 93-ე წუთებზე, კიდევ ორი გოლი ჟოაო ფელიშმა და დიეგო კოშტამ გაიტანეს.
ეს იყო MLS-ის „ოლ სტარსა“ და ევროპულ გუნდს შორის მე-15 მატჩი. „ატლეტიკომ“ ურთიერთშეხვედრებში ევროპა წინ გაიყვანა – 8:7.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
ოლ სტარი: გუზანი (30. ბლეიკი/59. რიმანდო), ზუსი (46. მიტენაირი), ჰედჯესი (46. შვაინშტაიგერი), ციმერმანი (46. გონსალეს პერესი), ლოურენსი (46. კაიე), ხარა (46. მაქსი მორალესი/73. ბარკო), ველა (46. ლოდეირო), პოსუელო (46. ჯონათან დოს სანტოსი), რუნი (46. გონსალო მარტინესი), ნანი (46. დიეგო როსი), იბრაჰიმოვიჩი (30. ხოსეფ მარტინესი/59. ვონდოლოვსკი).
ატლეტიკო: ადანი (55. ობლაკი): კარლოს ისააკი (55. ტრიპიერი), ფელიპე (55. სავიჩი), ერმოსო (55. მონტერო), მანუ სანჩესი (55. ლოდი), სანარბიუ (35. ტონი იოია/55. ჟოაო ფელიში), ექტორ ერერა (55. კოკე), მარსოკ ლორენტე (55. საულ ნიგესი), ვიტოლო (55. ლემარი), როდრიგო რიკელმე (55. კამელიო/82. საპონიჩი), კორეა (55. დიეგო კოშტა).