„ატლეტიკო“ მილიკს მომგებიან კონტრაქტს სთავაზობს
„ატლეტიკო“ მილიკს მომგებიან კონტრაქტს სთავაზობს

მადრიდის „ატლეტიკოს“ „ნაპოლიდან“ არკადიუშ მილიკის შეძენა სურს, – ინფორმაციას გამოცემა AS ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებმა მოლაპარაკებები უკვე გამართეს. იტყობინებიან, რომ ესპანელები 26 წლის პოლონელს წელიწადში ხუთ მილიონ ევროს სთავაზობენ, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე იტალიაში ფეხბურთელის ხელფასი. მილიკის შეძენა „ატლეტიკოს“ 40-დან 50-მდე მილიონი ევრო დაუჯდება.

2019-2020 წლების სეზონში ფორვარდმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში 25 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. სამენეჯერო ინტერნეტ სააგენტო Transfermarkt.com მილიკს 32 მილიონ ევროდ აფასებს.