„ატლეტიკო“ მიიჩნევს, რომ „ბარსელონამ“ გრიზმანში კიდევ 80 მილიონი უნდა გადაიხადოს
„ატლეტიკო“ მიიჩნევს, რომ „ბარსელონამ“ გრიზმანში კიდევ 80 მილიონი უნდა გადაიხადოს

მადრიდის „ატლეტიკო“ მიიჩნევს, რომ „ბარსელონამ“ ანტუან გრიზმანში დამატებით 80 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

ფრანგ ფეხბურთელთან კატალონურმა გრანდმა კონტრაქტი უკვე გააფორმა და მადრიდულ კლუბს მისი გამოსასყიდი თანხა – 120 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა მადრიდელების აზრით, ფეხბურთელზე მოლაპარაკება „ბარსელონასთან“ ჯერ კიდევ მანამ დასრულდა, სანამ გუნდი მის გამოსასყიდ თანხას 200 მილიონიდან 120 მილიონამდე შეამცირებდა.

როგორ დასრულდება ეს უთანხმოება, უახლოეს მომავალში გავიგებთ, მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ „ბარსელონამ“ გრიზმანის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 800 მილიონი ევრო მიუთითა.