მადრიდის „ატლეტიკო“ ევროპის ლიგის ფინალში გავიდა. განმეორებით ნახევარფინალში მადრიდულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე 1:0 მოუგო „არსენალს“. ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე დიეგო კოშტამ გაიტანა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ლონდონში ფრედ – 1:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკოსთვის“ ეს არის მეხუთე ევროფინალი ბოლო რვა წლის განმავლობაში. მადრიდელები ორჯერ იყვნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში (ორი წაგება) და ორჯერ – ევროპის ლიგის ფინალში (ორი მოგება).
მადრიდული მატჩი 250-ე იყო ევროთასებზე „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერისთვის. ეს მეორე მაჩვენებელია ისტორიაში, აბსოლუტური რეკორდი კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ მწვრთნელს, სერ ალექს ფერგიუსონს ეკუთვნის – 269 მატჩი. ამასთან, იმ ხუთ მწვრთნელს შორის, ვისაც ყველაზე მეტი მატჩი დაუგროვდა ევროთასებზე, ვენგერი ერთადერთია, ვისაც ევროპაში ტიტული არ მოუგია.