გაზეთ Marca-ის ინფორმაციით, მადრიდის “ატლეტიკო” ფიფაში უჩივის “ბარსელონას”. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” უშუალო კონტაქტი ჰქონდა მადრიდული კლუბის ფორვარდთან ანტუან გრიზმანთან. სწორედ ამის გამო მიმართა “ატლეტიკომ” ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას.
მადრიდელთა აზრით, მის ფეხბურთელთან “ბარსელონას” კონტაქტი წესების აშკარა დარღვევაა, რადგან გრიზმანს მრავალწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს “ატლეტიკოსთან“. არ არის გამორიცხული, ამის გამო “ბარსას” ისევ აუკრძალონ ფეხბურთელების შეძენა.
ანტუან გრიზმანს ამ სეზონში 17 ოფიციალურ მატჩში შვიდი გოლი აქვს გატანილი.