„ატლანტას“ ფორვარდი ჯონ კოლინსი ჩაგდებული დოპინგ-ტესტის გამო რეგულარულის 25 შეხვედრას გამოტოვებს
„ატლანტა ჰოკსი“ ახალგაზრდა კალათბურთელებისგან შემდგარი გუნდია. თუმცა, როგორც ირკვევა, მას სოლიდური პერიოდის გატარება ამ ფორმაციის გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გარეშე მოუწევს.
ჯონ კოლინსის მიერ ჩაგდებული დოპინგ-ტესტის გამო, სადისციპლინო კომიტეტმა მას 25-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. კოლინსმა უკვე გამოტოვა დღევანდელი შეხვედრა „სან ანტონიოს“ წინააღმდეგ, თუმცა ატლანტელებმა გრეგ პოპოვიჩის გუნდის დამარცხება მაინც შეძლეს.
კოლინსი უკვე მესამე კალათბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ დოპინგ-ტესტი ჩააგდო. სისხლში აკრძალული ნივთიერებები ვილსონ ჩენდლერს და დეანდრე ეიტონს აღმოუჩინეს. მათ ასევე 25 მატჩის გამოტოვება მოუწევთ.