ათი ყვითელი და სეზონის პირველი გაძევება - „დილამ“ პირველი სამი ქულა დაძაბულ შეხვედრაში მოიპოვა
გორის „დილამ“„თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ ეროვნული ლიგის პირველ ტურში ლიგაში დაბრუნებული ქობულეთის „შუქურა“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
გორელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს – მე-14 წუთზე თორნიკე კაპანაძემ ირაკლი ბიძინაშვილისგან ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, წინ დაიძრა და შორიდან ძლიერი დაარტყა. ქობულეთელთა მეკარე გაბრიელ თებიძეს ბურთის მოგერიება არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ კარის წინ ბურთმა ტრაექტორია უცნაურად შეიცვალა და კარის ბადე შეარხია.
„შუქურა“ საკამოდ მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდა და გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ ქობულეთელებზე მეტი ხიფათი „დილას“ თავად გორელებმა შეუქმნეს. სველი მოედნის გამო, დავით მაისურაძეს და ამოს ნონდიმ ბურთი ქობულეთელებს ჩააბარეს და რომ არა სტუმართა არაზუსტი მოქმედება, წონასწორობა აღდგებოდა.
ქობულეთელებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მიხეილ სარდალიშვილის დარტყმული ბურთი მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა მოიგერია და სახიფათო მომენტი განმუხტა. ამის შემდეგ საგოლე მომენტები მეტოქეებს თითქმის აღარ შეუქმნიათ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ეროვნული ლიგის ახალ სეზონში პირველი გაძევება ვიხილეთ. ქობულეთელთა ნახევარმცველს, ამირან როხვაძეს 64-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა ყვითელი ბარათი აჩვენა, ხოლო 90+6-ე წუთზე მეორედ გააყვითლა და ეროვნულ ლიგაში გამართულ პირველივე მატჩში მოედანი დაატოვებინა.
საბოლოოდ, გორის „დილამ“ უპირატესობა შეინარჩუნა და მიმდინარე სეზონში ანგარიშზე აქტივში პირველი გამარჯვება და პირველი 3 ქულა ჩაიწერა 1:0.
„დილა“ – „შუქურა“ 1:0
გოლები: 1:0 თორნიკე კაპანაძე (14. ირაკლი ბიძინაშვილი პასით)
გორი. „თენგიზ ბურჯანაძე – არენა“
„დილა“: გუგეშაშვილი – ჩიტეიშვილი, ჭიჭინაძე, მაისაშვილი, ვანდერსონ სილვა – ამოს ნონდი, გაგნიძე – ღუდუშაური (87. სანტოსი), ბიძინაშვილი (90+4. მადინგა), ბუღრიძე (78. ბუღრიძე) – კაპანაძე
„შუქურა“: თებიძე – გ. გაფრინდაშვილი, ნ. ჭანტურია, კომახიძე – გ. გურეშიძე (61. ხმალაძე), კაკაშვილი – სარდალიშვილი (83. ფარტენაძე), ჯეფერსონ ჯერალდო, ჟუნინიო კაბრალი (53. როხვაძე)- მუსელიანი (83. მუჯირი)
მთავარი არბიტრი: გ. ყრუაშვილი
გაფრთხილებები: კაკაშვილი (28), ბიძინაშვილი (43), კომახიძე (43), ვანდერსონ სილვა (59), როხვაძე (64), ღუდუშაური (70), რეხვიაშვილი (74), გუგეშაშვილი (75), ნონდი (77)
გაძევება: როხვაძე (90+6. მეორე ყვითელი)