ათი კაცით დარჩენილმა „ტორპედომ“ „სამგურალს“ იმერული დერბი მოუგო #1TVSPORT
ათი მოთამაშით დარჩენილმა „ტორპედომ“ იმერულ დერბიში წყალტუბოს „საბურალს“ უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში 1:0 დაამარცხა.
„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული ეროვნული ლიგის 26-ე ტურის დაპირისპირება მასპინძლებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო. მე-15 წუთზე, ვიდეორეფერიზე გადამოწმებისას, მთავარმა არბიტრრმა „ტორპედოს“ კაპიტანი მერაბ გაგაური მოედნიდან გააძევა.
„სამგურალმა“ რიცხობრივ სიმცირეში დარჩენილ ქუთაისელებთან სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ გოლი საკუთარ კარში 77-ე წუთზე მიიღო. „სამგურალის“ კარში დანიშნული პენალტი (რომელმაც დიდი კამათი გამოიწვია) ბიორნ იონსენმა გამოიყენა და მიმდინარე სეზონში მე-17 გოლი გაიტანა.
ანგარიში აღარ შეცვლილა. 26 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 54 ქულით გორის „დილას“ (51) გადაასწრო და მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა, „სამგურალი“ (31) კი ხუთეულში დარჩა.