ჯაბა კანკავას გოლი უეფამ ერთა ლიგის საუკეთესოთა შორის დაასახელა.
„ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩების ათი შედევრი“ – ასე ქვია ვიდეომიმოხილვას, რომელიც უეფას ოფიციალურ გვერდზეა განათავსეს.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე და მეოთხე ტურში ბევრი ლამაზი გოლი გავიდა, მაგრამ მათგან ევროპული ფეხბურთის სახლში მხოლოდ 10 გამოარჩიეს. მათ შორის მოხვდა საქართველოს ნაკრების კაპიტნის გოლი, რომელიც ჯაბამ რიგაში, ლატვიასთან (0:3) გაიტანა.
უეფას ოფიციალური გვერდზე, ერთა ლიგის საუკეთესო გოლებს შორის, უმთავრესად, A ლიგის ფეხბურთელები გამოარჩიეს: ბერნარდუ სილვა (პოლონეთთან გატანილი გოლით), პოლონელი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (პორტუგალიასთან), ჯორჯინიო ვეინალდუმი (გერმანიასთან), ინგლისელი რაჰიმ სტერლინგი (ესპანეთთან), ისლანდიელი ალფრედ ფინბოგასონი (შვეიცარისთან), C ლიგიდან ნორვეგიელი ოლე კრისტიან სელნესი (სლოვენიასთან), უნგრელი ადამ სალოი (ესტონეთთან), ლიეტუველი რონალდას ბარავიკასი (მონტენეგროსთან), D ლიგიდან – კოსოვოელი მილეტ რაშიცა (ფარერებთან).