ანდერა პირლომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი ჩაატარა და „სამპდორია“ დამაჯერებლად დაამარცხა.
ტრადიცულად გამორჩეული იყო ტურინელთა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი. რონალდომ მეტოქის კარში ათჯერ დაარტყა, რაც ახალ სეზონში ევროპის წამყვან ჩემპიონატებში საუკეთესო მაჩვენებელია.
მატჩის მიწურულს რონალდომ გოლის გატანაც მოახერხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.