ათენში, „ოლიმპიაკოსსა“ და „ბარნლის“ შორის ევროპა ლიგის პლეიოფის პირველი მატჩის წინ ერთი ინგლისელი გულშემატკივარი ცივი იარაღით დაჭრეს, ოთხს კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიადგათ. დაჭრილი გულშემატკივრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და, როგორც ბი-ბი-სი (BBC) იტყობინება, მას ფეხზე რამდენიმე ნაკერი დაადეს.
საბერძნეთში თამაშზე 1000-მდე ინგლისელი გულშემატკივარი ჩავიდა და ბევრი მათგანი, სიმთვრალისა და აგრესიულად ქცევის გამო, ათენის პოლიციამ დააპატიმრა.
რაც შეეხება მატჩს, ის „ოლიმპიაკოსის“ გამარჯვებით, 3-1 დასრულდა.
ევროპა ლიგის პლეიოფის განმეორებითი შეხვედრები 30 აგვისტოს გაიმართება.