„ატალანტასთან“ წაგების შემთხვევაში, თომას ტუხელი პსჟ-ის მწვრთნელი აღარ იქნება
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, შესაძლოა, დაკარგოს თავის პოსტი, თუ მისი გუნდი ვერ გავა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ოთხშაბათს, ლისაბონში პარიზელები მეოთხედფინალურ მატჩს გამართავენ ბერგამოს „ატალანტასთან“.
იტყობინებიან, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს, რომელსაც ცუდი ურთიერთობა აქვს ტუხელთან, ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება გერმანელი სპეციალისტის მომავალთან დაკავშირებით. ეს დამოკიდებულია „ატალანტასთან“ მატჩის შედეგზე.
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ერთმატჩიანი ფორმატი იმოქმედებს.