„ატალანტას“ მწვრთნელი - ჩვენ „რომაზე“ ძლიერები ვართ და უფრო მეტი ყურადღებით „ინტერს“ ვაკვირდები
„ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა, პიერო გასპერინიმ განცხადა, რომ მისი მოთამაშეები მოუთმენლად ელიან მოედანზე გასვლას, – იუწყება Football Italia.
„ჩემს ფეხბურთელებს თამაში სწყურიათ. ფიზიკურ ფორმას მალე აღიდგენენ და მოუთმენლად ველოდებით სეზონის განახლებას“, – ამბობს გასპერინი.
გასპერინიმ აღნიშნა, რომ მისი გუნდი „რომაზე“ ძლიერია და მთავარ კონკურენტად „ინტერს“ აღიქვამს:
„სეზონი მაშინ გაწყდა, როდესაც „ატალანტა“ საუკეთესო ფორმაში იყო შესული. დასანანია, რომ მომავალი მატჩები ჩვენთვის მთავარი ფაქტორის – გულშემატკივრების გარეშე უნდა ვითამაშოთ. რაც შეეხება საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას – ჩვენ აშკარად „რომაზე“ ძლიერები ვართ და ამიტომ, უფრო მეტი ყურადღებით „ინტერს“ ვაკვირდები, რომელიც ჩვენზე მაღლა დგას“, – განაცხადა „ატალანტას“ მწვრთნელმა.