„ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი - სამი მცველით თამაშის ჩემი იდეა, თავიდან ერესად აღიქმებოდა
„ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ, რომელიც თავის გუნდთან ერთად ბოლო პერიოდის ნამდვილ აღმოჩენად იქცა, სამი მცველით თამაშის უპირატესობაზე ისაუბრა.
„ჩემი იდეა, რომ სამი მცველით გვეთამაშა, თავიდან ნამდვილ ერესად და მკრეხელობად აღიქმებოდა, – ციტირებს გასპერინის სიტყვებს Sky Italia. – ჩემი აზრით, კი ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ ქვედა ხაზი განავითარო, რაც ჩვენმა შედეგმა მკაფიოდ დაადასტურა.
მინდა, რომ ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო, რადგან მათ მიიღეს და გაიზიარეს თამაშის ჩემ მიერ შეთავაზებული სტილი. ამასთანავე, ჩვენ შესანიშნავი ტექნიკა გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში 98 გოლის გატანას ვერ მოვახერხებდით“. – ამბობს „ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი.