ბერგამოს „ატალანტას“ ფორვარდ ლუის მურიელს სერია A-ს წლევანდელ სეზონში 18 გოლი აქვს გატანილი და აქედან 11 შეცვლაზე შესვლისას გაიტანა. კოლუმბიელი ყველაზე ეფექტური ფორვარდია ევროპის ხუთ საუკეთესო ჩემპიონატში – მას ყოველ 64 წუთში გააქვს გოლი. მეორე ადგილზეა „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი – გოლი ყოველ 81 წუთში. სამეულშია „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე (84).
ევროპის ხუთი ყველაზე ეფექტური ფორვარდი:
1. ლუის მურიელი (ატალანტა) – გოლი ყოველ 64 წუთში
2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 81
3. კილიან მბაპე (პსჟ) – 84
4. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 88
5. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 91
აღვნიშნავთ, რომ მურიელმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს რეკორდი დაამყარა შეცვლისას გატანილი გოლების რაოდენობით.