„ატალანტამ“ პაოლო მალდინის ვაჟი შეიძინა #1TVSPORT
„ატალანტამ“ პაოლო მალდინის ვაჟი შეიძინა #1TVSPORT

„ატალანტამ“ ოფიციალურად გამოაცხადა ლეგენდარული პაოლო მალდინის ვაჟის დანიელ მალდინის გაფორმების შესახებ.

23 წლის ფორვარდი ბერგამოულ კლუბში „მონცადან“ გადავიდა და 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მალდინის სანაცვლოდ „ატალანტა“ 11 მილიონ ევროს გადაიხდის.

ამ სეზონში უმცროსმა მალდინიმ სერია A-ს 20 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.