იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ლიდერმა, „მილანმა“ „ატალანტას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:3.
საინტერესო ფაქტია, რომ სერია ა-ში მილანურმა გრანდმა ასეთი მძიმე მარცხი ბოლოს 2019 წლის 22 წელს იწვნია და „როსონერის“ გამანადგურებელი მაშინაც „ატალანტა“ იყო – 0:5.
„ატალანტა“ კი ზედიზედ 13 მატჩია, რაც დაუმარცხებლად ასპარეზობს – რვა გამარჯვება და ხუთი ფრე.
იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეში კვლავ „მილანია“ და უახლოეს მდევარს, თანაქლაქელ „ინტერს“ მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.