ბერგამოს „ატალანტამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა „იუვენტუსის“ მცველის მერიჰ დემირალის ტრანსფერის შესახებ.
ლაპარაკია 2021-22 წლების სეზონში იჯარაზე 2022 წლის ზაფხულში გამოსყიდვის უფლებით. ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელის ერთწლიანი იჯარა და შემდგომი გამოსყიდვა „ატალანტას“ 30 მილიონი ევრო დაუჯდება.
2020-21 წლების სეზონში დემირალმა 24 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.