ბერგამოს „ატალანტამ“ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი სადებიუტო სეზონში გამოსვლით 40 მილიონ ევრომდე გამოიმუშავა, იტყობინება გამოცემა „კალჩო ე ფინანცა“ (Calcio e Finanza).
იტალიურ კლუბს ხელფასების მხრივ სერია ა-ში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წინა სეზონში ბერგამოელები მესამე ადგილზე გავიდნენ და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზეს.
„ატალანტამ“ 23.6 მილიონი ევრო მარტო ჯგუფში მოხვედრისთვის მიიღო, სადაც ჩატარებულ ექვს შეხვედრაში 6.3 მილიონი ევრო ბონუსის სახით გამოიმუშავა. პლეიოფში გასვლისთვის კი კლუბმა 9.5 მილიონი მიიღო.
იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ასპარეზობს.