„ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გახდა #1TVSPORT
„ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გახდა #1TVSPORT

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ესპანელი სპეციალისტი უნაი ემერი გახდა. მან ამ პოსტზე რამდენიმე დღის წინ დათხოვნილი სტივენ ჯერარდი შეცვალა.

50 წლის ემერი მოვალეობის შესრულებას 1 ნოემბრიდან შეუდგება, როცა მოგვარდება ინგლისში მისი სამუშაო ვიზის საკითხი.

ემერის ხელფასი ინგლისურ კლუბში 7 მილიონი ევრო იქნება. კონტრაქტის ხანგრძლივობა ჟურნალისტებისთვის, ჯერჯერობით, უცნობი დარჩა.

ემერი „ვილიარეალის“ მოქმედი მწვრთნელი იყო. ამ გუნდთან ერთად ესპანელმა 2021 წელს ევროპის ლიგა მოიგო.

ესპანელი სპეციალისტისთვის ეს მეორე კლუბია პრემიერლიგაში – ემერი 2018-19 წლების სეზონში „არსენალს“ ავარჯიშებდა.

ამ მონეტისთვის „ასტონ ვილა მე-14 ადგილზეა პრემიერლიგაში – ბირმინგემულ კლუბს 12 ტურში 12 ქულა აქვს.