„ასტონ ვილას“ კაპიტანმა ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, რამდენიმე საათში კი საკუთარი მანქანა დაამტვრია
ბირმინგემის „ასტონ ვილას“ კაპიტანმა ჯეკ გრილიშმა კარანტინის წესები დაარღვია და საკუთარი „რეინჯ როვერი“ დააზიანა, – წერს გაზეთი „სანი“.
როგორც წყარო იუწყება, გრილიშმა მთელი ღამე სტუმრად მეგობართან გაატარა, რაც „ასტონ ვილას“ მიერ დაწესებეული კარანტინის დარღვევა იყო. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი 89 ათას ევროდ შეფასებული ავტომობილით სამ გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. გრილიშმა დაზარალებული ავტომობილის მფლობელები დააიმედა, რომ ზარალს აანაზღაურებდა.
საინტერესოა, ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, გრილიშმა ჩაწერა ვიდეო, რომელშიც კორონავირუსის პანდემიის დროს ყველას მოუწოდა შინ დარჩენისკენ.