„ასტონ ვილას“ კაპიტანი სოციალური ქსელის საშუალებით ბოდიშს იხდის
„ასტონ ვილას“ კაპიტანი სოციალური ქსელის საშუალებით ბოდიშს იხდის

„ასტონ ვილას“ კაპიტანმა, ნახევარმცველმა ჯეკ გრილიშმა, თავის „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც გუშინ, 30 მარტს მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის და ახსნა-განმარტებებს აკეთებს. შეგახსენებთ, რომ გრილიშმა ჯერ სოციალური ქსელით ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, შემდეგ კი თავად სახლიდან გავიდა და საკუთარი მანქანით ავარიაში მოყვა.

„ძალიან ვღელავ იმის გამო, რაც მოხდა“, – დაწერა გრილიშმა „ტვიტერზე“ – „ვიცი, რომ ეს ყველასთვის რთული პერიოდია, რადგან ხალხი იძულებულია, სახლში იჯდეს. მეგობარმა დამირეკა და თავის სახლში დამპატიჟა, მე კი შევცდი და დავეთანხმე. არ მინდა, რომ ვინმემ ჩემი შეცდომა გაიმეოროს, ამიტომ ისევ მოვუწოდებ ყველას სახლში დარჩეისკენ. იმედი მაქვს, მაპატიებთ და ჩემი ეს ინციდენტი წარსყლში დარჩება“.