ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩების ტრანსლიაციებზე ადგილობრივ ტელევიზიებში ინტერესი ეცემა, – წერს რესურსი Axios. მაგალითად, ტელეარხ ESPN-ზე საკალათბურთო მატჩების რეიტინგი 20 პროცენტით დაეცა, TNT-ზე – 23 პროცენტით. მონაცემები აღებულია ნოემბერის ჩათვლით და ის შედარებულია შარშანდელი სეზონის ანალოგიურ პერიოდთან.
რეიტინგის დაცემის სავარაუდო მიზეზებს შორის სახელდება კლუბების მენეჯმენტის მუშაობა, კერძოდ, ფანების ყურადღების ზედმეტად გადართვა კალათბურთელების ტრანსფერებსა და სხვადასხვა ჭორებზე. ასევე აღნიშნავენ, რომ NBA-ის პოპულარიზაციაზე შეიძლება ემოქმედა „გოლდენ სტეიტი უორიორზის“ დომინირების დასრულებას, კევინ დურანტისა და 2019 წლის დრაფტის პირველი ნომრის ზაიონ უილიამსონის ტრავმებს, კავაი ლენარდისა და ლებრონ ჯეიმსის ერთ კონფერენციაში გამოსვლას, ასევე იმას, რომ ESPN-სა და TNT-ს არხები ხელმისაწვდომია მხოლოდ საკაბელო მაუწყებლობაში.