აშშ-ში მესის პატივსაცემად ახალი ლუდი გამოუშვეს #1TVSPORT
აშშ-ში მესის პატივსაცემად ახალი ლუდი გამოუშვეს #1TVSPORT

ამერიკის შეერთებულ შტატებში „ინტერ მაიამის“ ფორვარდის, ლიონელ მესის პატივსაცემად ლუდი გამოუშვეს.

ფლორიდის შტატში ადგილობრივმა ლუდსახარშმა კომპანიამ, Prison Pals Brewing Co-მ გაყიდვაში ჩაუშვა ლუდი, სახელწოდებით GOAT Beer. ქილა ვარდისფერია შავი შრიფტით, რაც იმეორებს „ინტერ მაიამის“ სათამაშო ფორმის ფერებს. ასევე მასზე გამოსახულია ციფრი 10 – ლიონელ მესის სათამაშო ნომერი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის გენერალური დირექტორი, თანადამფუძნებელი და ტექნოლოგი არგენტინელები არიან.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მესის დებიუტი „ინტერ მაიამიში“, შესაძლოა, 22 ივლისს შედგეს მექსიკური „კრუს ასულის“ წინააღმდეგ. მატჩი Leagues Cup-ის ტურნირის ჯგუფური ეტაპის რანგში გაიმართება.